ისტორიული ძეგლები


  
ბიჭვინთის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი
 ერთ-ერთი უძველესი და სხვებისაგან განსაკუთრებით გამორჩეული არის ბიჭვინთა, რომელიც ძველი ბერძენი მწერლის ჰეროდოტეს (I ს. ქრ. წ-თ) მიერ იწოდება “დიდ პიტიუნტად”. აქ უკვე IV საუკუნის პირველი მეოთხედისათვის არსებობდა საეპისკოპოსო, რომლის მწყემსთავარი სტრატოფილე. ესწრებოდა I მსოფლიო საეკლესიო კრებას ნიკეაში 325 წელს.

      

                                

  აბაათას ეკლესია

    აბაათას ეკლესია მდებარეობს აფხაზეთში, ძველი გაგრის მიდამოებში, გაგრის (აბაათას) ციხის ტერიტორიაზე.იგი VI საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება. ბაზილიკა გეგმაში რთულია. შუა ნავი საგრძნობლად განიერია. საკურთხევლის ღრმა აფსიდი ფასადზე ხუთწახნაგა შვერილის სახით გამოიყოფა, რომელშიც სამი სარკმელია გაჭრილი. გვერდითი ნავების ასევე ნახევარწრიული აფსიდები ფასადზე სწორი სიბრტყით აღინიშნება, თითოეულ მათგანზე თითო სარკმლის ღიობით. ნავები ერთმანეთს კარებებით უკავშირდებიან, რომლებიც გამჭოლად ნაწილდებიან სამივე ეკლესიის განივი ღერძის მთელ არეზე. ეკლესიას დასავლეთიდან ნართექსი აქვს მიდგმული, ერთადერთი საპარადო შესასვლელით. აქედან, სამივე ნავს დასავლეთის მხრიდან დამოუკიდებელი კარებები აქვს. აფხაზეთში ასეთი ტიპის - სამეკლესიანი ბაზილიკის შვერილით გამოხატული საკურთხევლის აფსიდიანი ნაგებობა ერთადერთ მაგალითს შეადგენს.


ბედიის მონასტერი

     ისტორიული ცნობების თანახმად, ბედიის კომპლექსი X საუკუნის მიწურულს, დაახლოებით 999 წელს ააგო გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III ბაგრატიონმა და "შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ".

   ბედიის სამონასტრო კომპლექსი აღმართულია ოჩამჩირიდან 25 კმ-ის დაშორებით. სოფელ ბედიის ცენტრში. იგი ქართული ხუროთმოძღვრების ულამაზესი ნიმუშია. მასში დღეისთვის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, საეპისკოპოსო პალატა და სამრეკლოს ნაწილი შედის.იგი თავდაპირველად X-XI საუკუნეების მიჯნაზეა აგებული. ახლანდელი ნაგებობა XIII-XIV საუკუნეებს განეკუთვნება.


წყარო


წყარო

წყარო


No comments:

Post a Comment