მამამძუძეობა
აფხაზებისა და ზოგიერთი სხვა ხალხის კულტურისათვის დამახასიათებელი იყო მამამძუძეობის ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ახალშობილ ბავშვს აღსაზრდელად გადასცემდნენ სხვა ოჯახს. აღმზრდელი ოჯახი, როგორც წესი სოციალურად უფრო დაბალ საფეხურზე იდგა, ვიდრე ბავშვის ოჯახი. ზედა ფენის შვილები დაბადებიდან 8-13, ზოგჯერ კი 17-18 წლამდეც ქვემდგომი აზნაურისა და გლეხების სახლებში იზრდებოდნენ. აღმზრდელი მამამძუძე აღსაზრდელ ვაჟს ასწავლიდა ქცევის ნორმებს, ცხენზე ჯდომას, იარაღის ხმარებას; ხოლო აღმზრდელი დედა აღსაზრდელ ქალიშვილს — ხელსაქმეს, საოჯახო მეურნეობის გაძღოლას, ეტიკეტსა და სხვა
ახალგაზრდა ვაჟის თუ ქალიშვილის მშობლიურ ოჯახში დაბრუნების შემდეგ აღმზრდელ ოჯახთან ურთიერთობა არ წყდებოდა. აღზრდილის ოჯახი დახმარებას უწევდა აღმზრდელებსა და მის საგვარეულოს. მიჩნეულია, რომ მამამძუძეობის ტრადიცია არბილებდა კლასობრივ წინააღმდეგოას აფხაზურ საზოგადოებაში, თუმცა, ამავე დროს იგი ფეოდალიზმის განმტკიცებას ხელს უწყობდა . მამამძუძეობის ტრადიცია მეათე საუკუნის დასაწყისამდე შეინარჩუნეს აფხაზებმა.
სისხლის აღება
აფხაზურ საზოგადოებაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სისხლის აღების ტრადიცია, რაც შურისძიების მიზნით მოკლულის ოჯახის მიერ მკვლელის ან მისი ოჯახის რომელიმე წევრის მოკვლას მოითხოვდა. მკვლელობის შემთხვევაში მხოლოდ ის დაზარალებული მიმართავდა სასამართლოს, ვისაც შურისძიება სხვადასხვა მიზეზის გამო არ შეეძლო. სისხლის აღების ტრადიციის შეუსრულებლობა სირცხვილად იყო მიჩნეული. შურისძიებას არ ჰქონდა ვადა და ხშირად თაობიდან თაობაზე გადადიოდა, რაც მნიშვნელოვან ზარალს აყენებდა საზოგადოებას.დაუსრულებელი მტრობის შემთხვევაში არსებობდა ოჯახთა შერიგების გარკვეული საშუალებები, მაგალითად საპატიო მოხუცთა კრება ცდილობდა დაეყოლიებინა დაზარალებული მხარე, შურისძიების ნაცვლად მიეღო სისხლის ტოლფასი მატერიალური ანაზღაურება.ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებული იყო მოკლულის წოდებრივ მდგომარეობაზე.
სტუმა
რთმოყვარეობა
აფხაზურ საზოგადოებაში სტუმართმოყვარეობის წესი უმნიშვნელოვანესი ტრადიცია იყო, სტუმრის ღირსეულად გამასპინძლება წმინდა კანონად ითვლებოდა. ვახუშტი ბატონიშვილი აფხაზებზე წერს: „უყუართ სტუმარი და პატივსა უყოფენ, და შეიწყნარებენ ფრიად“ აფხაზის სახლი ყოველთვის ღია იყო სტუმრისათვის. ნებისმიერ მგზავრს, განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა შეეძლო შესულიყო პირველივე შემხვედრი აფხაზის ეზოში, სადაც მას დიდი პატივით ხვდებოდნენ. ტრადიციის თანახმად, სტუმარს არ ეკითხებოდნენ, ვინ იყო და სად მიდიოდა; მასპინძელი ვერც მშვიდობით მოსულ მტერს აკადრებდა ცუდს, მეტიც, საჭიროების შემთხვევაში მასპინძელი ვალდებული იყო საკუთარი სისხლის ფასად დაეცვა სტუმრის სიცოცხლე. აფხაზურ კულტურაში სტუმართმოყვარეობის ტრადიცია სისხლის აღებაზე მაღლა იდგა, აფხაზი ხალხის ცხოვრებაში ეს ტრადიცია დღესაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

წყარო
უფრო მეტი ინფორმაცია არ აწყენდა
ReplyDeleteძალიან კარგია
ReplyDeleteმე ტრადიციებიდან ძალიან მომეწონა სტუმართმოყვარეობა. -___-
ReplyDeleteThis comment has been removed by the author.
ReplyDeleteძალიან მომეწონა ყველა ტრადიცია მაგრამ გამოვარჩევდი სტუმართმოყვარეობა
ReplyDeleteს