აფხაზთა ცხოვრების წესზე ცნობებს გვაძლევს მოგზაური,იტალიელი ჯოვანი ჯულიანო და ლუკა, რომელმაც საქართველო 1630 წელს შემოიარა. მისი თქმით, აფხაზები შავი ზღვის სანაპიროზე გაფანტულები მათ არ აქვთ დაწერილი კანონები . რწმენით არიან ქრისტიანები , თუმცა ქრისტიანულ წეს-ჩვეულებებს არ ასრულებენ. ტყე მათთვის საცხოვრებელია, როდესაც ერთ ადგილს აირჩევენ.მათ ტყეშ ჰყავთ მცირე ჯოგი და აქვთ მცირე მასალა ტანისამოსის დასამზადებლად. იკვებებიან ტყეში გაზრდილი ნაყოფით და თაფლისგან დამზადებული ღვინით. მათთან ხორბალი არ მოდის, ხოლო მარილს არ ხმარობენ. აღსანიშნავია, რომ როდესაც ჯოვანი ჯულიანო და ლუკა ამ ცნობებს გვაწვდის, სათაურად წერს „აბაზას“ ხოლო ტექსტში იყენებს სხვა ტერმინებს — „აბკასა“ და „აბაცა“
არქანჯელო ლამბერტის ცნობით, რომელმაც დასავლეთ საქართელოში ოცი წლის განმავლობაში იცხოვრა, აფხაზები არ ცხოვრობენ ქალაქებში. ერთი გვარის ხალხი ერთად შეიყრებოდა და მაღლობ ადგილზე სახლობდა.საინტერესოა ის ფაქტი, ამ ხალხს სხვა კი არ ერჩის, არამედ ერთმანეთს თავად ესხმიან თავს და ძარცვავენ. არქანჯელო ლამბერტის თქმით, „ეს ხალხი მოქალაქეობას და ვაჭრობას მოკლებულია, და არც ფული გააჩნია, არც საქონელი“.
No comments:
Post a Comment