აფხზაების მშობლიური ენაა აფხაზური. აფხაზერ ენაში გამოიყოფა ბზიფური და აბჟუური დიალექტები. მათ შორის განსხვავება ძირითადად ფონეტიკაშია. აფხაზურ სალიტერატურო ენას საფუძვლად უდევს აბჟუური დიალექტი.
აფხაზთა საკუთარი სახელწოდებაა „აფსუა“ . მსოფლიოს უმრავლეს ენებში მათი დასახელება მომდინარეობს ქართული სახელწოდებიდან „აფხაზი“. ზოგიერთ ჩრდილოკავკასიურ ენაში აფხაზთა სახელწოდებაა „აბაზა“.
ისტორიულად აფხაზეთშიქართულ ენას ყოველთვის ეკავა გაბატონებული მდგომარეობა, როგორც ეთნიკურად ქართველ, ისე აფხაზ მოსახლეობაში. მეცხრე საუკუნემდე აფხაზეთში საეკლესიო ენად, როგორც ჩანს, ითვლებოდა ბერძნული,მეცხრე საუკუნიდან კი ქართული ენა ეკლესიაშიც ბერძნულს ანაცვლებს და საბოლოოდ იკავებს ადგილს აფხაზთა კულტურაში. ქართული ენის წამყვან როლს აფხაზთა შორის ადასტურებს ის ფაქტიც, რომ აფხაზეთშია დაწერილი ქართულენოვანი ჰიმნოგრაფიული და ჰაგიოგრაფიული თხზულებების დიდი ნაწილი.
1895 წელს გამოცემულ ცნობარში, რომელშიც რუსეთს იმფერიაში მცხოვრებ ერთა შესახებაა საუბარი, ნათქვამია, რომ აფხაზთაგან წარჩინებულები საუბრობენ ქართულად,ხოლო სხვები — განსაკუთრებულ დიალექტზე რაშიც სავარაუდოდ აფხაზური ენა იგულისხმება
No comments:
Post a Comment