წერილობითი კულტურა




თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე შუა საუკუნეებში  შექმნილი წერილობითი კულტურის შესწავლისას აუცილებლელია იმ წერილობითი ძეგლების განხილვა, რომელებიც აღმოჩენილია ამ მხარეში. დღევანდელი აფხაზეთის, როგორც მთლიანად დასავლეთ საქართველოს ,ტერიტორიაზე შემორჩენილი წერილობითი ძეგლები სამ ენაზე გვხვდება: ქართულ, ბერძნულ და თურქულ ენებზე. ბერძნული და თურქული ძეგლები შემორჩენილია მხოლოდ წარწერების სახით.
       თურქულ ენაზე ცნობილია 6 ეპიგრაფიკული ძეგლი, რომელთაგან ყველაზე ადრინდელია 1598 წლის ვინმე მეჰმედის  წარწერა.
       აფხაზეთის წერილობითი ძეგლების აბსოლუტური უმრავლესობა ქართულია. შუა საუკუნეების ქართული დამწერლობის ნიმუშები თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე უხვად არის აღმოჩენილი. წერილობით ძეგლებს შორის არის როგორც ეპიგრაფიკული ძეგლები (წარწერები), ასევე, რბილ მასალაზე შესრულებული ხელნაწერები. მათ შორის განსაკუთრებით ბევრია ეპიგრაფიკული ძეგლი.          
ეპიგრაფიკული ძეგლების უმრავლესობა, რომლებიც შესრულებულია "აფხაზთა მეფეთა" დაკვეთით ან რომლებშიც ისინი არიან მოხსენიებულნი, გვხვდება თანამედროვე აფხაზეთის ფარგლებს გარეთ, საქართველოს სხვა ისტორიულ რეგიონებში კერძოდ: სამეგრელოში, ქართლში, იმერეთსა და ჯავახეთში. ალბათ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ თითქმის ყველა წარწერა (სულ 15) შესრულებულია ქართული ასომთავრული დამწერლობით და ამოკვეთილია ქრისტიანული ხელოვნების ნიმუშებზე: ტაძრებსა და საეკლესიო  ნივთებზე.

No comments:

Post a Comment