საცხოვრებელი გარემო



აფხაზეთში სოფელს, დიდი ფართობი ეკავა. სოფელი მეტწილად რამდენიმე უბანს აერთიანებდა. სოფელი მოშიშვლებულ ადგილში არ იყო გაშენებული, აფხაზები ძირითადად ტყიან ადგილებში ამჯობინებდნენ ცხოვრებას. აფხაზურ დასახლებებში ტყე  თავდაცვით ფუნქციას ასრულებდა.
აფხაზთა ძველი საცხოვრებელი მრგვალ ან ოთხკუთხა ფაცხას წარმოადგენდა, რომელიც ჩალით იყო გადახურული და თიხით შელესილი. ოთხკუთხა სახლებში, რომლებსაც მრგვალი გადახურვა ჰქონდა, სოციალურად უფრო შეძლებული ოჯახები ცხოვრობდნენ. აღსანიშნავია, რომ შეძლებულ ოჯახებს ეზოში ორი საცხოვრებელი ჰქონდათ აშენებული: დიდი სახლი, რომელიც სტუმრებისთვის იყო განკუთვნილი და მცირე, რომელშიც ოჯახი ცხოვრობდა. ეს წესი ხაზს უსვამს სტუმართმოყვარეობის  ტრადიიის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ხშირად ეზოში დამატებით პატარა ფაცხას დგამდნენ ახლადდაქორწინებული შვილისათვის. გარდა ამისა, აფხაზურ ეზოში ხშირად იდგა სამზადი სახლი, რომელსაც მიწის იატაკი ჰქონდა და შუაცეცხლი იყო მოწყობილი. ოჯახის წევრები უმეტეს დროს სწორედ სამზად ფაცხაში ატარებდნენ.
აფხაზური ეზო შემოზღუდული იყო მოწნული ან მორებისგან აგებული ღობით, რასაც ზოგჯერ ემატებოდა არხები. საცხოვრებელ ეზოში, გარდა შენობა-ნაგებობებისა, შედიოდა დასამუშავებელი მიწა,ტყე,მცირე საძოვარი და ოჯახური სასაფლაო.
შუა საუკუნეებიდან აფხაზები იწყებენ დასავლეთ საქართველოშ გავრცელებულ ოდა-სახლების ტიპის საცხოვრებელთა აგებას. ამგვარ ოდებს აფხაზები თავიდან სტუმრებისათვის იყენებდნენ. თანამედროვე აფხაზურ სოფლებში უკვე უფრო მეტად ქვის ან აგურისაგან ნაგები ორსართულიანი და მრავალოთახიანი საცხოვრებელი სახლებია გავრცელებული.

No comments:

Post a Comment